19 იანვარი 2017,   00:09
ვრცლად
არგენტინის ნაკრები დევისის თასის გამარჯვებულია

არგენტინის ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალი ზაგრებში გაიმართა და ერთმანეთს ხორვატიისა და არგენტინის საჩოგბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრებში ხუან მარტინ დელ პოტრომ 6:7, 2:6, 7:5, 6:4 6:3 დაამარცხა მარინ ჩილიჩი, ხოლო ფედერიკო დელბონისმა 6:3, 6:4, 6:2 გაიმარჯვა ივო კარლოვიჩთან და საერთო ჯამში სამხრეთ ამერიკელებმა 3:2 მოიგეს.

დევისის თასის ფინალში ხორვატია აქამდე ერთხელ 2005 წელს გავიდა, სადაც სლოვაკეთი 3:2 დაამარცხა, ხოლო არგენტინა ფინალში ოთხჯერ იყო და ოთხივეჯერ წაგაბული ჰქონდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები