19 იანვარი 2017,   00:15
ვრცლად
2016 წლის საუკეთესო ჩოგბურთელები - მარეი და კერბერი

ITF-მა (ჩოგბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია) 2016 წლის საუკეთესო ჩოგბურთელებად გერმანელი ანგელიკა კერბერი და ბრიტანელი ენდი მარეი დაასახელა.

მარეიმ 2016 წელს 9 ტიტული მოიპოვა, მათ შორის უიმბლდონი და რიოს ოლიმპიადა. ასევე, 2016 წელს ბრიტანელი პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

კერბერმა კი  ამერიკის ღია პიველობა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ამ მიღწევას ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი დაუმატა და მსოფლიოს პირველი ქალი ჩოგანი გახდა.

 

წყარო: itftennis.com

ამავე თემაზე
დღის ამბები