28 მარტი 2017,   19:53
ვრცლად
ძიუდოს კლუბმა საგარეჯომ ფინალში რუსულ იავარა ნევას მოუგო და ოქროს ლიგის გამარჯვებული გახდა

გროზნოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში ქართულმა ძიუდოს კლუბმა საგარეჯომ ფინალურ შეხვედრაში რუსული იავარა ნევას დამარცხება მოახერხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საგარეჯომ მეტოქე 3:2 დაამარცხა. როდესაც ანგარიში 2:2 იყო გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება ლევან მატიაშვილმა იპონით მოიპოვა და თავის გუნდს ოქროს მედლები მოუტანა.

ასევე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა მებრძოლმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანული აბენსბერგი 4:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე საგარეჯომ პორტუგალიურ სპორტინგს მოუგო, შემდეგ კი გერმანულ აბენსბერგს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსულ იავარა ნევას.

გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს;

საგარეჯო

66 კგ. ნიჯატ შიხალიზადა, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე

მებრძოლი

66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. შალვა ქარდავა
81 კგ. ლაშა ზურაბიანი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი

დღის ამბები