28 მარტი 2017,   19:48
ვრცლად
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა საკუთარ სახლში მძარცველებმა დაჭრეს

უიმბლდონის საჩოგბურთო გათამაშების ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მძარცველებმა დანით დაჭრეს.

ჩეხ სპორტსმენს თავდამსხმელებმა მარცხენა ხელზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ დროისთვის კვიტოვა ჩეხეთის ქალაქ პროსტეიოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ექიმების განცხადებით სპორტსმენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს.

პეტრა კვიტოვა ამ დროისთვის მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. კვიტოვამ 2011 და 2014 წლებში ყველაზე პრესტიჟული უილბდონის საჩოგბურთო გათამაშებაზე მოიპოვა გამარჯვება.

დღის ამბები