20 თებერვალი 2017,   01:06
ვრცლად
მნიშვნელოვანი
კრიტიკოსების პასუხად - ზაზა ფაჩულიას ნამდვილად შეუძლია სანახაობრივი თამაში

ზაზა ფაჩულიამ გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელი საკრამენტოსთან 117:106 მოგებული მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და  მოედანზე 22:07 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3 ჩაჭრით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მოხსნების მხრივ კი ფაჩულიამ 5 მოხსნა მეტოქის ფართან მიითვალა, სადაც მას კონკურენციას დემარკუს კაზინსს უწევდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის მისაღებად გულშემატკივრების დახმარება სჭირდება. 24 საათში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადოთ. ხმის მისაცემად მიყევით ინსტრუქციას.

 

ვიდეო: Youtube

დღის ამბები