29 მარტი 2017,   03:31
ვრცლად
გოლდენ სტეიტის გულშემატკივარმა 3-ქულიანების სროლაში ზაზა ფაჩულიას აჯობა და მანქანა მოიგო

გოლდენ სტეიტის გულშემატკივარმა ევან ოლმაითმა, ბოსტონ სელტიკსთან შეხვედრის შესვენების დროს 3-ქულიანების სროლაში ზაზა ფაჩულიას აჯობა და ახალი ავტომობილი KIA მოიგო.

ბოსტონთან ტაიმ აუტში შემთხვევით შერჩეულ გულშემატკივარს შესთავაზეს 30 წამში ზაზა ფაჩულიაზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და გამარჯვების შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელი გახდებოდა. ფაჩულიამ30 წამში სამი სამქულიანი ჩააგდო. ევანს 20 წამიც ეყო იმისთვის, რომ ქართველ კალათბურთელზე მეტი სამქულიანი ჩაეგდო და დაწესებული პრიზის მფლობელიც გახდა.

რაც შეეხება შეხვედრას, გოლდენ სტეიტი 86:99 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:32 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 2 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მოაგროვა.

დღის ამბები