29 მარტი 2017,   03:29
ვრცლად
გურამ თუშიშვილი პრესტიჟული ტურნირის, ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

6 წუთი დასჭირდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანს, 22 წლის გურამ თუშიშვილს უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე – ბაქოს გრან სლემზე 4 შეხვედრის მოსაგებად და ოქროს მედლის მოსაგებად.

შეჯიბრება ყველაზე წარმატებული თუშიშვილისთვის აღმოჩნდა, რომელმაც ოთხივე ორთაბრძოლა ვადაზე ადრე, იპონით მოიგო და ოქროს მედალი სრულიად დამსახურებულად მიიღო. ქართველმა ფალავანმა ფინალში უნგრელი, ბარნა ბორი იპონით დაამარცხა.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ მასპინძელ აზერბაიჯანს და იაპონიას ჩამორჩა.

დღის ამბები