29 მარტი 2017,   03:32
ვრცლად
"ჩვენ არ გვინდა ბარსელონას მსგავსად გამარჯვება," - შვედური კლუბი თავის ფეხბურთელებს სიმულაციის გამო დააჯარიმებს

შვედეთის მეორე დივიზიონის კლუბის, ესტერის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ გუნდის ფეხბურთელები სიმულაციის გამო დააჯარიმონ. განცხადება კლუბის დირექტორმა, იოჰან ლინდბერგმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

"ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთ ღამეში მივიღეთ - ბარსელონა-პსჟ-ს მატჩის მიმდინარეობისას. ეს ის ფეხბურთი არ არის, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს - ამ სტილით გამარჯვება არ გვსურს. დიდი ხანია ვფიქრობ, თუ რატომ არ სჯიან სიმულაციის გამო ფეხბურთელებს," -განაცხადა ლინდბერგმა.

ჯერჯერობით უცნობია სიმულაციის შემთხვევაში რა თანხით დააჯარიმებს ესტერი თავის ფეხბურთელებს.    

შეგახსენებთ, რომ 0:4 წაგების შემდეგ ბარსელონამ პსჟ 6:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. 

 

წყარო: Eurosport

 

დღის ამბები