29 მარტი 2017,   03:30
ვრცლად
The Sun - არსენ ვენგერი არსენალს დატოვებს

ბრიტანული გამოცემა SUN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსენალის მთავრი მწვრთნელი, არსენ ვენგერი გუნდის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და მას დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი შეცვლის.

არსენ ვენგერის გუნდიდან გაშვებას გულშემატკივრები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ითხოვენ. არსენალი ჩემპიონთა ლიგას მერვედფინანალში ბაიერნთან 2 მატჩის ჯამში 10:2 დამარცხებით დაემშვიდობა, პრემიერლიგაში კი მე-6 პოზიციაზე იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ ვენგერი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი 1996 წლიდან არის.

 

 

 

დღის ამბები