29 მარტი 2017,   03:31
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეთამაშა, სადაც მისი მეტოქე ბარბადოსელი დარიან კინგი იყო, თუმცა ნიკას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში გადავიდა.

ძირიტად ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მაიამის მასტერსი 1000 სარეიტინგო ქულის ტურნირია და მისი საპრიზო ფონდი 2017 წელს 7.913.405 მილიონი დოლარი იქნება.

 

 

დღის ამბები