29 მარტი 2017,   03:30
ვრცლად
ვიქტორ ვალდესი თავის სტილში - ესპანელი მეკარის უხეში შეცდომა

ბარსელონას ყოფილმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესი, რომელიც ამჟამად ინგლისური მიდლსბროს ღირსებას იცავს, გუშინ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართულ მატჩში უხეში შეცდომა დაუშვა.

მატჩის მიწურულს, როდესაც იუნაიტედი 1:2 ამარცხებდა მეტოქეს ვალდესს უკან ფასი დაუბრუნეს, ბურთის მოგერიების დროს კი ვეტერან მეკარეს ფეხი დაუცდა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება მისცა.

შეხვედრა იუნაიტედის გამარჯვებით 1:3 დასრულდა და წითელი ეშმაკები პრემიერლიგაში 52 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებენ.

დღის ამბები