შვეიცარიის ქალაქ მონტროში გამართულ ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის გამარჯვებული ქართველი მოზარდი ბექა გოჩიაშვილი სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდა. 13 წლის ბექა გოჩიაშვილმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჯაზ-ფესტივალზე საქართველო პირველად წარმოაჩინა. მან ჟიურისა და მსმენელის მოხიბლვა მხოლოდ ორი კომპოზიციის შესრულებით შეძლო. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში ის ყველაზე პატარა მონაწილე და გამარჯვებულია. ვირტუოზი მუსიკოსი პირველ ადგილზე 19 წლის აზერბაიჯანელ შემსრულებელთან ისფტარ სარაბსკისთან ერთად გავიდა.
29 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. უბედური შემთხვევა ვარკეთილში, დილის 9 საათისთვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უშინაარსო განცხადება უწოდა ეუთოში საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნას ეუთოს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება და მოხმარება - ამ საკითხებზე დღეს ევროპის სახლში მსჯელობდნენ. პროექტს თბილისის მერიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მეცნიერები, იტალიელი ექსპერტები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თბილისში პლუტონიუმის კონტეინერი იპოვეს. მას იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის საცავის ინვენტარიზაციისას მიაკვლიეს. კონტეინერის პოვნის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს
ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის...