სააკაშვილი `იმედის` იმიტირებულ გამოშვებას უსიამოვნოს უწოდებს
14.03.10 13:41
უსიამოვნო ფაქტი, რომელიც რეალობად არ უნდა იქცეს - საქართველოს პრეზინდეტი `ქრონიკის` იმიტირებულ გამოშვებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეპორტაჟები საკმაოდ რეალისტური იყო და მიიჩნევს, რომ ის ოკუპანტების გეგმებს ჩაშლის.
ამავე კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა ქართული ოპოზიციის ნაწილზეც. პრეზინდეტის თქმით, სწორედ მათი დახმარებით ცდილობს რუსეთი თავისი ოკუპაციის დაკანონებას.
`რაც გუშინ ვიხილეთ არასასიამოვნო იყო და მიმაჩნია, რომ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მართალია, გააფრთხილეს ხალხი გადაცემის პირველ ნაწილში, რომ ეს იყო ინსცენირება, მაგრამ მიმაჩნია, რომ შესაბამისი წარწერა მთელი გადაცემის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ეკრანზე. გუშინდელი ფილმი იყო არასასიამოვნო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება იყო იმაში, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოსაა არსებულ ვითარებასთან - იმასთან, რაც შეიძლება მოხდეს და რაც საქართველოს მტერს თავში უდევს.`, - განაცხადა სააკაშვილმა.
|