ქრთამის აღების ფაქტზე თანამდებობის პირები დააკავეს
01.12.11 20:01
ქრთამის აღების ფაქტზე თანამდებობის პირები დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ფაქტზე აიყვანეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საწარმოს დირექტორი რობინზონ თავაძე და სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერის რწმუნებული ზურაბ ვერულეიშვილი.
მათ მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ, მეწარმეს 6 ათასი ლარი გამოსძალეს.
მათთან ერთად, დაკავებულია ასევე ეკონომიკის სამინტროს ქვემო ქართლის აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს თანამშრომელი ირაკლი გიგინეიშვილი.
სამართალდამცველებმა ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ჩანს, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მოხელეები მეწარმეებთან.
|