საგამოძიებო სამსახურის განცხადება21.12.12 11:28`თელასის` საქმესთან დაკავშირებული მასალები გამოაქვეყნა გვიან ღამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. სწორედ ეს მასალები გახდა 6 ყოფილი მაღალიჩინოსნის დაკავების ერთ-ერთი საფუძველი. დოკუმენტების მიხედვით, `თელასის` საქმეზე გამოძიება 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო და ამის მიზეზი გიორგი ნემსიწვერიძის მიერ შ.პ.ს. "ელ-ენდ-ეფ სერვისის" შექმნა გახდა. ეჭვი იმ მიზეზით გაჩნდა, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა ჩატარებული არანაირი საქმიანობა, ანგარიშზე კი ერიცხებოდა მილიონი ლარი. გამოძიებას მტკიცებულების სახით აქვს გიორგი ნემსიწვერიძის მიერ "ლიბერთი ბანკიდან" თანხის გატანის ქვითარიც, რომლითაც დასტურდება, რომ ნემსიწვერიძემ ბანკიდან ხელზე გამოიტანა მილიონ 184, 950 ლარი, რომელიც, მოგვიანებით, ნიკა გვარამიას გადასცა. მასალებში გამოქვეყნებეულია ასევე მოწმეთა დაკითხვის ოქმები. მათ შორის თელასის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თემურ ჭინჭარაულის, ენერეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის მარიკა ვალიშვილის, სააქციო საზოგადოება "თელასის" მაღალი თანამდებების პირების, ასევე შ.პ.ს "ფიუჩერ პროდაქტს კომპანის" თანამშრომლების და სხვათა ჩვენებები. გამოძიების მტკიცებით, კონკრეტულად "ფიუჩერ პროდაქტს კომპანის" ფინანსური მრჩევლის ქეთევან ბადაშვილის ჩვენება ადასტურებს, რომ ის ნიკა გვარამიას უშუალო დავალებით დაეხმარა ნემსიწვერიძეს 2012 წლის აგვისტოს ბოლოს "ლიბერთი ბანკიდან" მილიონ ნახევარი ლარის გამოტანაში. |
||||||||||
![]() |
||||||||||







