გურიის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
28.01.13 14:54
გურიის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა – შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს სააგენტოების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორამაციას, რომ ზაზა პეტრიაშვილი პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.
სწორედ პეტრიაშვილი იგულისხმა პრემიერ–მინისტრმა დავოსში, ირაკლი ალასანიას ვიცე–პრემიერის პოსტიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საუბრისას. ივანიშვილის თქმით, პეტრიაშვილის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში პეტრიაშვილის გადადგომას ზემოთ ხსენებულ ფაქტს არ უკავშირებენ.
მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.