სამშაბათი, 23.09.14   04:16
+16.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

აპრილი 2012

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

სააკაშვილი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა

16.02.12 20:22

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტთან შესახვედრად ისინი სასტუმრო "რედისონში" ვერა ქობალიასთან გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ გაემგზავრნენ.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ სამმა ქვეყანამ თანამშრომლობის სამაგალითო მოდელი შექმნა.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და ამ ქვეყნიდან ბოლო წლებში 800 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში.

"ამით უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უამრავ ადამიანს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს პრატიკულად დასრულდება და რომელიც აზერბაიჯანს და საქართველოს თურქეთის გავლით შეართებს ევროპის რკინიგზასთან. თურქეთი ხდება ჩვენთვის ფანჯარა ევროპაში. ჩვენ იზოლირებულები ვიყავით სახმელეთო კომუნიკაციებით ევროპისგან. ეს რკინიგზა მართლა გარღვევაა ჩვენი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით," - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩვენ სარფი გავაფართოვეთ. თურქეთის მხრიდანაც გაფართოვდება საბაჟო, რომ რიგები არ იყოს.  რაც შეეხება აზერბაიჯანს, იზრდება არა მარტო სავაჭრო ბრუნვა, არამედ აზერბაჯანელი ტურისტების რაოდენობა. ეს ხელს უწყობს როგორც ტურიზმის, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას. აზერბაიჯანის მეშვეობით, ძირითადად დასრულდება გაზიფიკაცია საქართველოში. ამ ცივ ზამთარში დავინახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თანამშრომლობას. იმ პირობებში,  როცა ევროპას გაზით მომარაგებაში შექმნა პრობლემა, საქართველოს საერთოდ არ შეხებია პრობლემა აზერბაიჯანის დახმარებით," - განაცხადა მან.

თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ზაფერ ჩაღლანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან თურქი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს პირადობებით მიმოსვლას ჩვენ ქვეყნებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება," - განაცხადა მინისტრმა.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივია, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პროექტებშიც.

შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო და თურქეთი ევროპას ენერგორესურსებით უზრუნველყოფს და სატრანზიტო პოტენციალი ჯეროვნად უნდა იქნეს გამოყენებული.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრემიერი `დაბი ჯგუფის` სასტუმროს პროექტს გაეცნო

17.09.14 11:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტს გაეცნო. More...video clip 

პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში

16.09.14 11:34

პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე გაიმართება...More...video clip 

ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი დროებით ძალაში შედის

01.09.14 11:46

დღეიდან დროებით ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან უნდა გათავისუფლდეს. More...video clip 

მუდის რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

26.08.14 10:30

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მუდსის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სააგენტომ საქართველოს შეფასება სტაბილურიდან პოზიტიურში გადაიყვანა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრემიერი ახალი საავადმყოფოს მშენებლობის გახსნას დაესწრო

25.08.14 14:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს სოფელ რუხში მაღალტექნოლოგიური კლინიკის მშენებლობის გახსნას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულება ...More...video clip 

სემეკში ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ იმსჯელებენ

22.08.14 14:36

გაიზრდება თუ არა `ენერგოპრო ჯორჯიას`აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი. ენერგოდისტრიბუციის კომპანიის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით სემეკი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.More...video clip 

კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას გამორიცხავს

20.08.14 14:39

ენერგეტიკის მინისტრი `ენერგო-პრო ჯორჯიას`აბონენტებისათვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას გამორიცხავს. More...video clip 

მაია ფანჯიკიძე მოსალოდნელი რუსული ემბარგოს შესახებ

18.08.14 13:20

საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ახალ სიტუაციას შეეგუება და მოერგება.More...video clip 


  სრული პროგრამა
P.S.: სამართლიანობის აღდგენის სიმბოლიზმი
P.S.: `საბჭოთა ომი`
P.S.: მიწის კანონი
Comedy-შოუ: Hot Compot

 
 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company