

“კურიერი” საქართველოში ყველაზე ოპერატიულ და წარმატებულ საინფორმაციო პროგრამად ითვლება.
საინფორმაციო გამოშვება დღეში შვიდჯერ გადის “რუსთავი 2”-ის ეთერში. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს დღის განმავლობაში “კურიერის” ჟურნალისტებთან ერთად ანუკა ქინქლაძე, ქეთი კვაჭანტირაძე, ირაკლი მაისურაძე, გიორგი გაბუნია და პაატა იაკობაშვილი აშუქებენ, საღამოს 9 საათზე კი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დღის ამბებს ზაალ უდუმაშვილი და დიანა ჯოჯუა აჯამებენ.
სპორტის სიახლეებს “კურიერის” მაყურებელს დიმიტრი ობოლაძე სთავაზობს. ყოველ კვირა საღამოს კი ეთერში გადის ”პოსტსკრიპტუმი”, რომელსაც დავით კიკალიშვილი უძღვება.
თუ თქვენ ფლობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესოა, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 2201111 ან მოგვწერეთ მისამართზე: courier@rustavi2.com  |