სამშაბათი, 02.09.14   10:39
+26.3°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE



შენ სწავლობ სკოლაში და ხარ 10 ან 11 წლის?
ხარ ჭკვიანი და გამოირჩევი სწრაფი აზროვნებით? 
არ გეშინია გამოსცადო შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები?
მაშინ, შენ შეგიძლია გახდე გადაცემა "ყველა ჭკვიანის" მონაწილე!

ამისათვის საჭიროა:
გადმოტვირთო ანკეტის ფორმა და შეავსო მშობელთან ერთად. მოგვაწოდე ინფორმაცია შენს შესახებ იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეში ცხოვრობ.

ყურადღება: კონკურსანტი ბავშვის ასაკი არ უნდა იყოს 2013 წლის 1 იანვრისთვის 10 წელზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 11–ს. ანკეტა გამოგვიგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად ან მოგვაწოდეთ მიამართზე: ქ.თბილისი, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", სანდრო ეულის ქ.5ა, თბილისი 0186

ელექტრონული ფოსტის მისამართი: chkviani@rustavi2.com

შემოსული ანკეტებიდან შესარჩევი ტურების შემდეგ შეირჩევა 12 ყველაზე მაღალქულიანი მონაწილე. რუსთავი 2-ის ეთერში სეზონის განმავლობაში 10 გადაცემა გავა, აქედან ბოლო - შემაჯამებელი ფინალია. ფინალამდე ნაჩვენებ ყოველ გადაცემაში პირველი და მეორე რაუნდის ქულების შეჯამების შედეგად ყველაზე დაბალქულიანი მოთამაშე კონკურსს გამოეთიშება. რაც უფრო მცირდება კონკურსანტთა რიცხვი, მით უფრო იზრდება მათ შორის კონკურენცია და მძაფრდება თამაში. მეათე ფინალურ გადაცემაში სამი კონკურსანტი მონაწილეობს. გამარჯვებული კი სეზონის "ყველაზე ჭკვიანი" მოზარდის ტიტულს მოიპოვებს.

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company