ოთხშაბათი, 19.06.13   10:43
+22.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE


გადაცემა ბიზნესზე ქართული ტელევიზიის განვითარებაში ის ახალი მიჯნაა, რომელსაც "ბიზნესკურიერი" ჰქვია.

გადაცემაზე მუშაობენ ეკონომიკური განათლების მქონე საუკეთესო ჟურნალისტები და ჟურნალისტური ნიჭის მქონე ბიზნესსკოლების კურსდამთავრებულები.

"ბიზნესკურიერის" რედაქცია მიიჩნევს, რომ ბიზნესი საქართველოში აღარ უნდა იყოს ადამიანთა ვიწრო წრის ექსკლუზიური სფერო და ის ყველას უნდა ესმოდეს, ხოლო ვინც ენერგიულია და ნიჭიერი, ის პირად სარგებლობასაც უნდა ნახულობდეს. ამის გამო, ბიზნესსიახლეებს ჩვენ ყველასთვის გასაგები და საინტერესო ფორმით წარმოვადგენთ.

გადაცემა სამ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს:

  1. ბიზნესში უკვე ჩართულებს მთლიან ბიზნეს-გარემოს დაანახვებს, მიუთითებს მოსალოდნელ ცვლილებებზე და საუკეთესო ბიზნეს-სტრატეგიას უკარნახებს;
  2. ბიზნესისგან მოშორებით მდგომებს აუხსნის, რა პერსპექტივა არსებობს მათთვის ბიზნესში ჩასართავად, რა არის ამისთვის საჭირო და შედეგად, რა პერიოდში რას უნდა ელოდონ.
  3. ყველას ერთად აუხსნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის არსს და მოსალოდნელ შედეგებს, ხოლო მთავრობას დაანახვებს, რა პრობლემები აქვს ბიზნესს და რა რეფორმებია საჭირო

"ბიზნესკურიერი" ყველას გადაცემაა, - ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანი უამრავ იდეას იღებს იმის შესახებ, თუ როგორ გაიუმჯობესოს ცხოვრება, როგორ გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, ცოდნა და გამოცდილება, როგორ იშოვოს და როგორ დახარჯოს ფული. ახალ შემადგენლობასთან ერთად "ბიზნეს-კურიერში" პოპულარული "60 წუთის" შემადგენლობა მუშაობს, მათ ყველაზე კარგად იციან რა სჭირდება ხალხს.

 

ბიზნესკურიერი - 15.06.13

15.06.13
დღევანდელი გადაცემის თემებია: გლეხები vs ინვესტორი; სავალუტო ფონდის რეკომენდაციები; როგორ მოიქცეს ინვესტორი? video clip

ბიზნესკურიერი - 01.06.13

01.06.13
დღევენდელი გადაცემის თემებია: დასაქმება; უვარგისი საწვავი; 22 მლნ დიზელის ძრავებში video clip

ბიზნესკურიერი - 25.05.13

25.05.13
დღევანდელი გადაცემის თემებია: კრედიტში დაკარგული ქონება; `ალფა` ბაზარს ტოვებს; რა ხდება რკინიგზაში video clip

ბიზნესკურიერი - 18.05.13

18.05.13
დიზელი აზერბაიჯანიდან; საწვავის ხარისხი; ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია; როდის აღსდგება სამართალი? video clip

ბიზნესკურიერი - 11.05.13

11.05.13
შრომის ახალი კოდექსი; ეკონომიკური პარამეტრები; აიკრძალება თუ არა აბორტი? video clip

ბიზნესკურიერი - 04.05.13

04.05.13
ევრაზიული კავშირი; ეკონომიკური პარამეტრები; ახალი აბრეშუმის გზა video clip

ბიზნესკურიერი - 27.04.13

27.04.13
sos ქართული კვერცხი; ფერმერები VS ბანკები; კანონი კოოპერაციების შესახებ; მონოპოლისტური გარიგება?; მავნე საკვები video clip

ბიზნესკურიერი - 13.04.13

13.04.13
საერთო მრიცხველები, მინისტრის ჯარიმა, სიღარიბე სოფლად, უფასო სახელმძღვანელოები, სოციალურად დაუცველები, მიწის პრივატიზაცია video clip

ბიზნესკურიერი - 06.04.13

06.04.13
video clip

ბიზნესკურიერი - 30.03.13

30.03.13
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ; გაორმაგებული ხელფასები; სადაზღვევოები ზარალზე video clip

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company