სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" 2009 წლის 14 თებერვლიდან ყოველ კვირას, დილის ეთერში გთავაზობთ საბავშვო-საგანმანათლებლო გადაცემას "ვისწავლოთ ხატვა".
გადაცემის წამყვანი, მხატვარი ზალიკო სულაკაური პატარა მაყურებელს არასტანდარტული, სახალისო და მარტივი მეთოდით ასწავლის ხატვას.
გადაცემის ხანგრძლივობა 15 წუთია. შემოქმედებითად გაფორმებულ სტუდიაში, წამყვანის გარდა, მიწვეულია 3-5 ბავშვი, რომლებიც ჩართული არიან ხატვის პროცესში.
|