კვირა, 20.04.14   20:37
+18.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE

"დეტექტივები" პირველი სერიალია საქართველოში, რომელიც რეალურ კრიმინალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა გადაღებული. დანაშაულის სპექტრი, რომელსაც ფილმში დეტექტივები იძიებენ, მრავალფეროვანია – ქურდობა, სერიული მკვლელობა, ოჯახური ძალადობა, დანაშაული არასრულწლოვანებს შორის, ნარკოტრეფიკი, მანიაკალური დანაშაული, ტრეფიკინგი. შესაბამისად, თითოეული მათგანი ეხმაურება იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.

თითო საქმე ორ ეპიზოდად არის დაყოფილი და მეორე სერიის დასასრულამდე რთულია იმის ამოცნობა, ვინ არის დამნაშავე. "დეტექტივებს" "ახალი სტუდია" წარმოგიდგენთ. მას პარტნიორობას "Horizon TV" და "Sound Gravity" უწევენ.

 

სგან... - მეორე სეზონი - მე-15 სერია

02.07.11
ბინაში აფეთქების ხმა ისმის. გარდაცვლილია მამაკაცი _ სერგეი ხვოროსტოვსკი. მისი შვილი მსუბუქად დაშავდა. კრიმინალისტების თქმით, ნამცხვრის ყუთში იყო ხელყუმბარა, რომელზეც, სავარაუდოდ, ვიღაცის სახელი ეწერა. რაც დეტექტივებს აფიქრებინებს, რომ ეს შურისძიების აქტი იყო. თუმცა ის არ მოკვდა, ვინც მკვლელს მიზანში ჰყავდა ამოღებული. ხვოროსტოვსკის ხელში ნამცხვრის ყუთი შემთხვევით მოხვდა. ცოტა ხანში საცხობის მფლობელს მოკლულს პოულობენ... video clip

სგან... - მეორე სეზონი - მე-16 სერია

03.07.11
მკვლელობის ადგილას, საკონდიტროს ერთ-ერთ კედელზე, დეტექტივები პოულობონ კრემით გაკეთებულ იმავე წარწერას, რომელიც ნამცხვრის ყუთში ჩადებულ ხელყუმბარაზე ფიგურირებდა – ფიბი. დეტექტივებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მკვლელობების სერია შურისძიებაა, ოღონდ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ადრესატი არ შეშლიათ. პოლიციელებმა უნდა დაადგინონ, ვინ დგას მეტსახელ ფიბის უკან. video clip

ჯეოტრანზიტი

25.06.11
გზაზე ნაპოვნია საინკასაციო მანქანა... მოკლულია დაცვის სამსხურის თანამშრომელი. ვის უნდა დამორჩილებოდა მძღოლი, თუ არა სამართალდამცველებს? დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია პოლიციელის ყალბი ჟეტონი. დეტექტივებს უცნობი `კოლეგები` გამოუჩნდნენ, რომლებსაც, მათგან განსხვავებით, სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ... მალე ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მკვლელობას უკვეთენ... ვიღაცისთვის ნარკოკურიერი სახიფათო და არასასურველი გახდა... video clip

ჯეოტრანზიტი

26.06.11
მძიმედ დაჭრილი თაბაგარის სიცოცხლე ბეწვზე კიდია... განსაკუთრებით, ეთუნა განიცდის ამას. დეტექტივებს უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებათ საქმის გასახსნელად. მალე, ნარკოტრაფიკის მთელი სქემა იშიფრება... ჯართით დატვირთული ვაგონები გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მისი საშუალებით ნარკოტიკი გადააქვთ. ნარკობიზნესი ყველაზე დაუნდობელი სფეროა, იქ არავის არაფერს პატიობენ. ამას დამნაშავეები თავის თავზე გამოცდიან... დეტექტივები გადამწყვეტი ოპერაციისთვის ემზადებიან, მათ ორ მთავარ კითხვას უნდა გასცენ პასუხი – სად არის ფული და სად არის ნარკოტიკი?. video clip

ჩამქრალი ვარსკვლავი - მეორე სეზონი - მე-11 სერია

18.06.11
ხევში ალმოდებული მანქანა გდია, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ჟურნალისტი ემსხვერპლა... თუმცა, გვამის გაკვეთა სხვა რეალობას ამჟღავნებს – ის ძალადობრივად გაგუდეს. ირკვევა, რომ ცოტა ხნით ადრე მას მოკვლით ემუქრებოდნენ და ურჩევდნენ ჟურნალისტური გამოძიება შეეწყვიტა... საქმეში ჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც რაღაცას მალავენ... სავარაუდოა, რომ ისინი ვიღაცას დაშინებული ჰყავს... სულ მალე მათზე ნადირობა იწყება... video clip

ჩამქრალი ვარსკვლავი - მეორე სეზონი - მე-12 სერია

19.06.11
საქმე თანდათან კლასიკური დეტექტივის სახეს იღებს! მოწმეებზე ნადირობა გრძელდება... რისი შემსწრენი არიან ისინი, კვლავ გაუგებარია. მაგრამ ნებისმიერი საიდუმლო ოდესმე მჟღავნდება! შვიდი წლის წინანდელი, ბურუსით მოცული წვეულების დეტალები დღეს აშკარავდება. გაისმის მთავარი კითხვაც: სად არის ერთ დროს პოპულარული და პერსპექტიული მომღერალი – თამარ გორგილაძე?! ფსიქიატრიულ კლინიკაში მისი მკურნალობის ამბავი მითია თუ რეალობა?.. video clip

ერთგულების საფასური- მეორე სეზონი - მე-9 სერია

04.06.11
ყაჩაღობა სლოტკლუბში. თავდასხმის დროს სლოტ-კლუბის მეპატრონეს - ნიკა გოცაძეს კლავენ, რასაც მისი ცოლი შეესწრება. ფაქტი ვიდეოკონტროლის მეშვეობითაც დაფიქსირებულია. დეტექტივებს საქმის გახსნა არ უნდა გაუჭირდეთ. მალე ეჭვმიტანილისაც აკავებენ, რომელიც დანაშაულს აღიარებს. თუმცა, ცოტა ხანში ახალი დანაშაული ხდება: მოკლულია ნიკა გოცაძის მძღოლი!.. video clip

ერთგულების საფასური - მეორე სეზონი - მე-10 სერია

05.06.11
ყაჩაღობას შეკვეთილი მკვლელობა მოჰყვა... იმას, რასაც უკვე გარდაცლილი ვეღარ იტყვის, მისი პირადი დღიური ამბობს... ყოველი ახალი სამხილის შემდეგ შესაძლებელია წინა ვერსიის გადახედვა... დეტექტივებს გაცილებით დიდი ყურადღებით მართებთ ვიდეოჩანაწერის ყურება. დანაშაულის იდეალურად დაგეგმვა შესაძლებელია, თუმცა ვერ დაგეგმავ დანაშაულის შემდგომ მოვლენებს. ეს დეტექტივებმაც იციან... video clip

`ხატიას პირმშო` - მეორე სეზონი - მე-7 სერია

28.05.11
ნაგავში მოსროლილი სიცოცხლე.. ნაგვის ბუნკერში გარდაცვლილი ახალშობილის პოვნა უკვე აღარავის უკვირს... თუმცა ავტობუსის გაჩერებაზე, ახალგაზრდა შავკანიანი მამაკაცის გვამს იშვიათად პოულობენ. თუ ის არალეგალია, იდენტიფიკაცია გაჭირდება... დეტექტივებს მოუწევთ იმის გარკვევა, ვინ არის ჩვილის დედა და რა კავშირი აქვს მას შავკანიანი მამაკაცის მკვლელობასთან. დედისთვის არასასურველი ორსულობა ვიღაცისთვის ძალიან სასურველი ხდება... video clip

`ხატიას პირმშო` - მეორე სეზონი - მე-8 სერია

29.05.11
ერთი შეხედვით, ყველაფერი გაირკვა, ჩვილის დედამ აღიარა საკუთარი შვილის მკვლელობა. თუმცა დაკითხვის დროს მიცემული არაზუსტი ჩვენება დეტექტივებს აფიქრებინებს, რომ რეალობა სულ სხვაა... ორსული გოგონა თავის მოკვლას ცდილობს. ჩნდება ეჭვი, რომ ის უკანონო გაშვილების ბიზნესშია ჩართული... ირკვევა, რომ დამკვეთი – ბობ ბლუმენბახი აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტრანსპლანტაციის ცენტრის მფლობელია!.. video clip

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company