ხუთშაბათი, 17.04.14   14:08
+22°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE

პირველად ქართულ ტელესივრცეში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" წარმოგიდგენთ ამერიკული შოუს "Wheel of Fortune"-ის ("ფორტუნის ბორბალი"), ქართულ ანალოგს სახელწოდებით "იღბლიანი ბორბალი".

ეს არის გასართობი და აზარტული შოუ, რომელიც აშშ-ში ტელევიზიით უკვე 29 წელია გადის და "ფორტუნის ბორბალს" მსოფლიოს 42 ქვეყნის წარმომადგენლები ატრიალებენ.

შოუ ყველაზე მაღალრეიტინგულ და გრძელვადიან პროექტად არის მიჩნეული სატელევიზიო ვიქტორინებს შორის. "იღბლიანი ბორბალი" მიმზიდველია არა მარტო მრავალფეროვანი მოთამაშეებით, არამედ მუსიკალური და გასართობი შოუს ელემენტების სიუხვით. პროექტის სახალხო ხასიათს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მასში მონაწილეობენ არა მარტო თბილისის, არამედ რეგიონის მცხოვრებლებიც. "იღბლიანი ბორბალი" მთელ საქართველოს მოიცავს.

ყოველ კვირას დაელოდეთ საღამოს 8 საათს, მიუსხედით ტელევიზორს, პროექტის მონაწილეებთან ერთად შეეცადეთ გამოიცნოთ ესა თუ ის სიტყვა და ამავდროულად მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება მაღალი ხარისხის სანახაობით.

თუ თქვენც გსურთ მონაწილეობა, შეავსეთ ანკეტა და გამოგვიგზავნეთ.

ანკეტა გამოგვიგზავნეთ ელექტრონული ფოსტით
kastingi@rustavi2.com, igblianiborbali@gmail.com
ან მოგვიტანეთ მისამართზე:
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2",
ქ. თბილისი, სანდრო ეულის 5 ა , საფოსტო ინდექსი 0186.

 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company