ხუთშაბათი, 24.04.14   10:40
+16°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE

"ალუბლების ქუჩა 12" სოციალურ თემატიკაზე შექმნილი იუმორისტული ტელესერიალია, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული იუმორისტული სერიალის წამყვანი მსახიობები.

სერიალის მთავარი გმირი 30 წლის მამაკაცია, რომელიც ცოლთან, ოთხჯერ განათხოვარ დასთან და პენსიონერ სიმამრთან ერთად ალუბლების ქუჩა 12-ში ცხოვრობს. დიდი ხნის უმუშევრობის შემდეგ მთავარი გმირი მუშაობას სადისტრიბუციო კომპანიაში იწყებს.

ძირითადი მოქმედება ხდება მთავარი გმირის სამსახურში; მოდების სახლში, სადაც მისი ცოლი დიზაინერად მუშაობს; სასადილოში, სადაც ხშირად იკრიბებიან სერიალის მთავარი გმირები და მათი მეგობრები; და სახლში (სასტუმრო ოთახი და საძინებელი).

სერიალში ვითარდება საინტერესო და სასაცილო ურთიერთობები ცოლსა და ქმარს, სიძესა და სიმამრს, მეგობრებსა და თანამშრომლებს შორის: სამსახურებრივი კონკურენცია, ინტრიგები, მეგობრობა, სიყვარული, ეჭვიანობა, ქალური ეგოიზმი და ა.შ.

სერიალს პავილიონში, დამსწრე მაყურებ1ლის ცოცხალი რეაქციის ფონზე იღებენ. "ალუბლების ქუჩა 12" გათვალისწინებულია, როგორც ახალგაზრდა, ასევე საშუალო და უფროსი ასაკის მაყურებლისთვის.

გმირები:
გოგა ბარბაქაძე - ნიკა
თამუნა ნიკოლაძე - მარი, ნიკას ცოლი
თათული ედიშერაშვილი - ნინო, ნიკას და, ექიმი გამოძახებით
მაია დობორჯგინიძე - ტატა, მარის უფროსი მოდების სალონში
კახა ჯოხაძე - უჩა ფიფია, ნიკას თანამშრომელი სადისტრიბუციო ფირმაში
სლავა ნათენაძე - შალვა, ნიკას სიმამრი

 

მე-2 სერია, მეორე სეზონი

13.10.12
video clip

1-ლი სერია, მეორე სეზონი

06.10.12
video clip

მე-11-ე სერია

11.08.12
video clip

მე-10-ე სერია

04.08.12
video clip

მე-9-ე სერია

28.07.12
video clip

მე-8-ე სერია

21.07.12
video clip

მე-7 სერია

14.07.12
video clip

მე-6 სერია

07.07.12
video clip

მე-5 სერია

30.06.12
video clip

მე-4 სერია

23.06.12
video clip

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company