შაბათი, 26.07.14   13:07
+33.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |




თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE


თომა ჩაგელიშვილის საავტორო გადაცემა “საქართველო - უახლესი ისტორია” საქართველოს ისტორიის ყველაზე საინტერესო და დღემდე ტაბუდადებულ თემებს ეხებოდა.
პროექტი რუსთავი 2-ზე 2001 წლის იანვრიდან დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. სულ გადაღებულია 24 დოკუმენტური ფილმი.
ფილმებში გამოყენებულია იშვიათი საარქივო მასალა, გასაიდუმლოებული დოკუმენტები, დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტო და ვიდეომასალა. ფილმების რეჟისორია დემნა ჯაფარიძე, ჟურნალისტი - ზაზა ჯღარკავა.
ფილმების მიმდინარეობისას მაყურებელი საქართველოს ისტორიის ყველაზე საინტერესო, დრამატული და საიდუმლოებით მოცული ეპიზოდების მოწმე ხდება.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყება, მეორე მსოფლიო ომი და ქართველები, სტალინი, ბერია და მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი, 70-იან წლებში დისიდენტურ მოძრაობსათან ბრძოლა; სიკვდილით დასჯა საქართველოში, თბილისი ომი 1991-92 წლებში, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილი, “აფხაზეთის ომი”, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელზეც ფილმები რუსთავი 2-ის მაყურებელმა უკვე ნახა.


თომა ჩაგელიშვილის ახალი ტრილოგია ''თავისუფლება დამოუკიდებლობის ძიებაში” აერთიანებს ფილმებს: ”არჩევანის ზღვარზე”, ”განგსტერული საქართველო” და ”სოხუმის უკანასკნელი დღე”.

”არჩევანის ზღვარზე”. 1989 წელი, საბჭოთა კავშირი, რომელიც 70 წელი შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, იშლება. საქართველოში ახალი ეპოქა დგება. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის მთელი ქვეყანა ირაზმება. ამ ბრძოლის სათავეში აღმოჩნდა ხალხისათვის აქამდე უცნობი ბევრი ადამიანი. მათ ქართველ ერში პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურეს. სწორედ მათ დააკისრა ისტორიამ ერის 200-წლოვანი ოცნების აღსრულება…

”განგსტერული საქართველო”. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების საქართველო. უბნებად და საძმოებად დაყოფილი ქვეყანა. მკვლელობები და შეიარაღებული შეტაკებები. შიმშილი და განუკითხაობა. ძალუფლებისთვის დაწყებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კულმინაციას აღწევს. არენიდან ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან მთავარი მოქმედი პირები. 1995 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ჯერიც დგება...

”სოხუმის უკანასკნელი დღე”. ალყაში მოქცეული სოხუმი და ხაფანგში მომწყვდეული მშვიდობიანი მოსახლეობა. უიარაღოდ დარჩენილი ქართველობა აფხაზი, რუსი და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკების პირისპირ. ბრძოლა ხელისუფლებისათვის და მიტოვებული აფხაზეთი. თომა ჩაგელიშვილის ახალ დოკუმენტურ ფილმში პირველად გაეცემა პასუხი კითხვას - რატომ დაეცა სინამდვილეში სოხუმი. იყო თუ არა მართლაც ღალატი და რატომ არ დაეხმარა ალყაშემორტყმულ ქალაქს ოჩამჩირის ფრონტი, სადაც, სულ ცოტა, 5 ათასი მეომარი იდგა მძიმე ტექნიკითა და არტილერიით.

   
არჩევანის ზღვარზე
განგსტერული საქართველო
სოხუმის უკანასკნელი დღე

ტერორისტი

12.02.05
1976 წელს საქართველო ტერორისტული აქტების სერიამ შეძრა. სამივე აფეთქება სახელმწიფო ობიექტებთან მოხდა. მათ შორის ერთი თბილისში უზენაესი საბჭოს წინ მოხდა. დიდი ძალისხმევის შედეგად უშიშროებამ დამნაშავის კვალს მიაგნო. როგორ შეძლო უშიშროებამ თითქმის უიმედო საქმის გახსნა?- დოკუმენტური ფილმი ამ ისტორიას მოგვითხრობს. video clip

აჭარა - დიდი თამაშები

18.06.04
1918-21 წლებში აჭარაში განვითარებული მოვლენები ძალიან წააგავს ამ რეგიონში ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში მომხდარ ამბებს. დოკუმენტური ფილმი ერთიანი საქართველოს ფარგლებში აჭარის დაბრუნების ისტორიას შეეხება. ფილმში შეხვდებით წარმოშობით ქართველ ქესკინ ზადეს, რომელიც თურქებისა და ინგლისელების დახმარებით აჭარის საქართველოსაგან გამოყოფისათვის იბრძვის. მის წინააღმდეგ კი ადგილობრივი პატრიოტები ირაზმებიან. ისინი აჭარის მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში ხედავენ. video clip

ქართველები კრემლში და მის გარეთ

საქართველოს ცკ პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი ფილმის ხუთივე ნაწილში მოგვითხრობს იმ პეროდზე, როცა მსოფლიოს უდიდეს იმპერიას იოსებ სტალინი მართავდა, ხოლო მის დირექტივებს საბჭოთა ქვეყნის ნომერ პირველი ჩეკისტი ლავრენტი ბერია ასრულებდა. კანდიდ ჩარკვიანი 1938 წლიდან 1952 წლამდე სათავეში ედგა საქართველოს კომუნისტურ პარტიას. იგი რეგულარულად ხვდებოდა სტალინს, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სიტუაციებში. ფილმში ასახულია ცკი-ს პირველი მდივნის დანახული სტალინური ეპოქა ბოლშევიზმიდან სტალინურ სოციალიზმამდე. შეხვედრები ბელადთან, მოგონებები მისი პირადი ცხოვრების გაუხმაურებელ დეტალებზე, მშობლებზე, ბავშობაზე, შვილებზე და პარტიულ მეგობრებზე.

მარქსისტები და ეროვნულობა

01.04.04
რა როლი ითამაშა სტალინის წარმომავლობამ მის პოლიტიკურ კარიერაში? სარგებლობდა თუ არა საქართველო რაიმე პრივილეგიით იმის გამო, რომ სტალინი ქართველი იყო და კრემლის პოლიტიკას ქართველები განსაზღვრავდნენ? ფილმის ამ ნაწილში კანდიდ ჩარკვიანი გვაცნობს სტალინის შეხედულებებს ერების ასიმილაციაზე. ის იხსენებს საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის სტალინურ გეგმას, კრემლში ამ გეგმის განხილვის პერიპეტიებს და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის კუთხურ ნაციონალიზმს. video clip

საბჭოური მეტამორფოზები

05.04.04
ფილმში ნაჩვენებია როგორ იწერებოდა რკინის ფარდის მიღმა ხალხების ახალი ისტორია, როგორ იცვლებოდა ისტორიაზე მეტად გეოგრაფია. როგორ დაინერგა სტალინურ ეპოქაში ერების გასახლების და მათი ტერიტორიების სხვებისთვის გადაცემის პრაქტიკა. კანდიდ ჩარკვიანი ყვება, რას ფიქრობდა სტალინი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთებაზე და ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაზე. video clip

წარმატებები და პარანოია

11.04.04
ამ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ მოიპოვა სტალინმა აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი დიქტატორის მდგომარეობა. როგორ განვლო საბჭოთა სახელმიფომ სტალინის ხელმძღვანელობით გზა გუთნიდან ატომურ იარაღამდე. კიბერნეტიკის და გენეტიკის ცრუ მეცნიერებად გამოცხადების ფონზე ჩარკვიანი იხსენებს სტალინის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკოსით, ვაჟა-ფშაველათი დაინტერესებას და მისეულ შეფასებებს. საუბრობს ომის შემდეგ საბჭოთა მონსტრის შექმნის ისტორიაზე, რომელსაც კვლავ ეჭვიანობა, დასმენა, შპიონომანია ედო საფუძვლად. video clip

შეხვედრა წარსულთან

20.04.04
კანდიდ ჩარკვიანი ფილმში საუბრობს 'კრემლის ქართველების' თვისებებზე. ჩარკვიანი იხსენებს კუნცევოს აგარაკზე განმარტოებულ სტალინთან შეხვედრებს სუფრასთან, რომელსაც მუდმივად ავრენტი ბერია თამადობდა. საუბრობს სტალინურ მენიუსა და პოლიტბიუროს ალკოჰოლურ მიდრეკილებებზე. ჩარკვიანი იგონებს სტალინის ხოვრების ბოლო პერიოდს, როცა წლების მატებამ ბელადის სულსაც დაატყო კვალი. ასკეტი ბოლშევიკი, რომელიც დედის დაკრძალვასაც არ დასწრებია, მოულოდნელად მშობლიური გორის ნახვის სურვილს გამოთქვავს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შუა გზიდან უკან ბრუნდება. ჩარკვიანი იხსენებს ლიკანსა და წყალტუბოში დასასვენებლად ჩამოსული ბელადის გატარებულ დღეებს, რომელიც ჩარკვიანისთვის მოგვიანებითა საბედისწერო გამოდგა. video clip

ეპოქის ფინალი

27.04.04
ფილმის ბოლო ნაწილი მთლიანად ეთმობა კრემლში სტალინის მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო დადგენილებას, რომელიც საქართველოში გამეფებულ მექრთამეობას და ცკ-ში მოქმედ კუთხური პრინციპით შექმნილ ანტიპარტიულ ჯგუფს ეხება. სწორედ სტალინის ამ დადგენილებით დაიწყო მეგრელთა საქმე, რომელმაც ფაქტობრივად შეიწირა ჩარკვიანის პოლიტიკური კარიერა. იგი თანამდებობიდან გათავისუფლეს და საქართველოდან შუა აზიაში გადაიყვანეს, რაც მაშინ გადასახლების ტოლფასი იყო. როგორც თავად ჩარკვიანი ყვება, ამ საქმის მიზნები სცილდებოდა ქართულ პარტიულ პოლიტიკას და მისი საბოლოო მიზანი კრემლისკენ იყო მიმართული, სადაც სტალინი მორიგი წმენდის ჩატარებას აპირებდა. ამ დროისთვის სტალინი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ უკვე მეორე ქართველს, ლავრენტი ბერიას მიიჩნევდა. გეგმა არ განხორციელდა. ბელადი გარდაიცვალა, 3 თვის შემდეგ ლავრენტი ბერია მაინც დაიჭირეს და დახვრიტეს. video clip

ვარდების რევოლუცია

02.01.04
2003 წლის 24 ნოემბერს ოპოზიციამ მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და გამოსვლების მეშვეობით თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. - ეს მოვლენა ვარდების რევოლუციის სახელით უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. საპროტესტო გამოსვლების ქრონიკის ფონზე რევოლუციის ავტორები იხსენებენ და აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. გამოყენებულია იშვიათი და უნიკალური ვიდეომასალა. video clip

2001 წლის 26 ივლისი

26.07.03
2001 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს საქართველოში ყველაზე პოპულარული არხის, რუსთავი2-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია. რატომ მოკლეს გიორგი სანაია და რა კავშირი აქვს მკვლელობას პოლიტიკასთან? სასამართლომ პირველ ეტაპზე გამორიცხა სანაიას პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, თუმცა საზოგადოების მრავალ კითახვას პასუხი ვერ გაეცა. ხალხის დიდი ნაწილი ძველ, საბჭოთა სისტემის ნაწილს, კორუმპირებულ სასამართლოს არ ენდობა. ფილმი სანაის მკველობის შესახებ გაჩენილ პასუხგაუცემელ კითხვებს ეხება. video clip

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company